დღეს საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.
პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის 2011 წლის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ორ თამაშში 3 ქულა აქვს. პირველ შეხვედრაში ბერძნები 1:0 დაამარცხეს, ხოლო პორტუგალიელ თანატოლებთან 0:3 წააგო.
ოთხ გუნდიან ქვეჯგუფში საქართველო მეორე ადგიზე იმყოფება. პირველ ადგილზე პორტუგალიაა 4 ქულით, მეორეზე საქართველო 3 ქულით, იმდენივე ქულით მესამე ადგილზე საბერძნეთი იმყოფება, ხოლო აუტსაიდერ აზერბაიჯანს 1 ქულით ბოლო ადგილი უკავია.
დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავა.
შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.