აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრს ვიქტორ ბასარგინს შეხვდა. ინფორმაციას მის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
ვიქტორ ბასარგინი სეპარატისტულ აფხაზეთში აფხაზურ ე.წ. საქმიან ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სერგეი ბაღაფშმა და ვიქტორ ბასარგინმა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების ირგვლივ მრავალი საკითხი განიხილეს.
"განიხილეს ასევე რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთის ტერიტორიაზე პროექტების განხორციელების საკითხები", _ იუწყება აფხაზური მხარე.