საქართველოს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი `მშობლიური ქვეყანა~ კიევის მე-8 საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალ `პოკროვის~ პრიზიორი გახდა.
ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ფილმის რეჟისორს `განსაკუთრებული ხედვისათვის~ პრიზი კიევისა და უკრაინის მიტროპოლიტმა უნეტარესმა ვლადიმერმა, კინოფესტივალის პრეზიდენტმა, უკრაინის სახალხო დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა და კინოფესტივალის დირექტორმა მამა ალექსანდრე აკულოვმა გადასცეს.
დოკუმენტური ფილმი ასახავს საქართველოში უკრაინული ეროვნების წარმომადგენლების ჩამოსვლის ისტორიულ მოვლენებს და ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ორსაუკუნოვან მატიანეს; სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად დასახლებულ, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და თბილისში მცხოვრები უკრაინელების ცხოვრების ისტორიას. მოგვითხრობს ორი ერის ურთიერთობების პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ ასპექტებზე. ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და აუდიო-ვიზუალური დოკუმენტების გამოყენებით, უკრაინული დიასპორის კულტურულ -საგანმანათლებლო ცენტრ `დნეპრისა~ და მისი პრეზიდენტის ბორის სინიუკის თანადგომით, ასევე, საქართველოში უკრაინის საელჩოს კონსულტაციებით.