ოსი სეპარატისტები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას მაგალითი აიღონ რუსეთის ფედერაციისგან და დანგრეული ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენაში ჩაერთოს. ეს განცხადება ჟენევაში მყოფმა ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა გააკეთა.
"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 13-ე რაუნდზე ჩვენმა დელეგაციამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ფედერაციას მიბაძოს, ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებაზე უარი თქვას და სამხრეთ ოსეთის დანგრეული ობიექტების აღდგენაში ჩაერთოს. მოვუწოდებთ მათ ეს გააკეთონ ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მასალის გამოყენების პირობები