არსებობს იმის რისკი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი ჩავარდეს და ვერ მოგროვდეს საჭირო ხმების რაოდენობა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.
"როცა ყველა პარტია არ ღებულობს კენჭისყრაში მონაწილეობას, ეს მინიმალური ხმების უპირატესობა ყოველთვის საფრთხილოა და 100-პროცენტიან გარანტიას ვერავინ ვერ დადებს. მთელი პასუხისმგებლობა იქნება, იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე, რომლებიც არ მიიღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას“, - განაცხდა გია ვოლსკიმ.
კვირას ჩაინიშნება სხდომა და საგანგებო სხდომაზე დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი.