ოსი სეპარატისტები ქართველი დევნილების ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაბრუნების მთავარ პირობად კვლავ საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ასახელებენ.
"დევნილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნებისათვის მთავარი პირობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაა. მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია გაეროს გენერალურ ასამბლეასაც ვაცნობოთ", _ ნათქვამია ოსი სეპარატისტების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ გათრეულმა ამ რეზოლუციამ თავისი არსით ეს ჰუმანიტარული პრობლემა მწვავე პოლიტიკურ პრობლემად გახადა", _ ნათქვამია ოსური მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.