თურქეთის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრი მუსტაფა ვარანკი ანკარას უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიას სტუმრობდა, სადაც ახალი კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ (COVID-19) მედიკამენტსა და ვაქცინაზე მუშაობენ.
პროექტის მენეჯერის პროფესორმა აიკუტ ოზკულმა თქვა, რომ მეცნიერთა ჯგუფი დღეისათვის ვაქცინის კვლევებს ცხოველებზე აწარმოებს. განვითარებული ანტივირუსული პრეპარატის ძირითადი კომპონენტი გახდა გრიფითსინის მოლეკულა (GRFT).
"თურქი მეცნიერები ცდილობენ გამოარკვიონ GRFT-ის მოლეკულის შესაძლო ეფექტურობა COVID-19-ის წინააღმდეგ. კლინიკური კვლევების დაწყებამდე ძირითადი კვლევა მიმდინარეობს. დღეს ლაბორატორიაში ცხოველების კვლევის ახალი ეტაპი იწყება", - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ვიზიტის შემდეგ.