ავტოსაგზაო შემთხვევას გლდანში ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავარია ქერჩის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.