საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) წარმოადგინეს.
კვლევის მიხედვით, 2019 წელს გამოკითხულო კაცების 56,3 % ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დაისვას კითხვა, აქვს თუ არა გაუპატიურებულ ქალს ცუდი რეპუტაცია. იგივე მოსაზრებას ეთანხმება, ქალების 17.1%.
ამავე კვლევის მიხედვით, ყოველი მესამე კაცი მიიჩნევს, რომ, ზოგჯერ, ქალებს თავად უნდათ, გააუპატიურონ. კვლევის შედეგების მიხედვით, ასე ფიქრობს, კაცების 33% და ქალების 14,6 პროცენტი.
მამაკაცების 5.5 % და ქალების 29,4 პროიცენტი ფიქრობს, გაუპატიურებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ქალი ფიზიკურ წინააღმდეგობას სწევს, შესაბამისად, სექსუალური ძალადობის ფარგლებში არ მოიაზრებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა შიში და სხვა სახის იძულება.
თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით კვლევის შერჩევის მოცულობა: 2408 რესპონდენტი. შერჩევა მოიცავს დაახლოებით 1102 კაცს (46%) და 1296 ქალს (54%). კვლევა, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს ჩატარდა.
