დღეს, 15 ივნისს, საქართველოს ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულდება.
საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, პროექტ "ტელესკოლის" დახმარებით ჩატარდა. მე-12 კლასელებმა სასწავლო პროცესი დაასრულეს 20 მაისს, პირველ კლასელებმა 27 მაისს, დანარჩენები კი, დღეს15 ივნისს დაასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ სწავლა სკოლებში პანდემიის გამო 4 მარტს შეწყდა.