თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა სტიქიიდან მეორე დღესვე, მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა, რაც საკითხის დაუყოვნებლივი მოგვარების მიზნით, არსებული ბაზრის კვლევას ითვალისწინებდა. გადახურვის სწრაფად და ხარისხიანად შესრულებისათვის მზადყოფნა შპს "საგომ" გამოთქვა, რომელმაც საჭირო მასალა უკვე ადგილზე მიიტანა და სამუშაოები დაიწყო. მრავალბინიანი კორპუსის გადახურვის სამუშაოები, რომელიც გამარტივებული შესყიდვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, უახლოეს დღეებში დასრულდება. შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი 11 ივნისს გადახადა