სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში კონცერტი სახელმწიფო სინფონიურმა ორკესტრმა გახსნა, რომელთან ერთადაც საგალობელი "ავე მარია" მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ შეასრულა.
კონცერტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე ათამდე ქვეყნის მართმადიდებლური ეკლესიის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებიან.
ღონისძიებაზე მიწვეულია ასევე საქართველოში ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი.
კონცერტი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელშიც სინფორნიური ორკესტრი, სუხიშვილების სახელმწიფო ქორეოგრაფიული ბალეტი და სხვა შემსრულებლები მიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ დღეს სვეტიცხოვლის ტაძრის დაარსებიდან 1700 და განახლებიდან 1000 წლისთავი აღინიშნება. საქართველოს აღნიშნულთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციები დაესწრო.
ამასთან, მცხეთაში რიგი ღონისძიება გაიმართა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მცხეთის სალობიეს დიპლომი "ყველაზე სახალხო რესტორანი" გადასცა.