წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს, - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე გავრცელებულ მიმართვაში.
მისი თქმით, ოპოზიცია ემზადება გამარჯვებისთვის.
„წელს გადაწყდება სწორედ, სამუდამოდ ვიქნებით თუ არა მონები, მთელი დარჩენილი ცხოვრება, ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები. წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს. ამიტომ ჩვენც, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის”, - ამბობს სააკაშვილი.