ოკუპირებული ახალგორის საჯაროს სკოლების მოსწავლეებს სეპარატისტები ოსი პოეტის კოსტა ხეთაგუროვის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას აიძულებენ.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორიდან მოსახლეობა აცნობა.
მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ახალგორის ე.წ. გამგეობის წევრები სკოლებში მივიდნენ და პედაგოგები გააფრთხილეს, რომ თუ სკოლის მოსწავლეები სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებენ მათ სამსახურიდან გაანთავისუფლებენ.
მათივე თქმით, ხეთაგუროვის იუბილესთან დაკავშირებით სკოლებს სადღესასწაულო პროგრამა ე.წ. გამგეობიდან გადაუგზავნეს.
როგორც ცნობილია, კოსტა ხეთაგუროვი ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნარში 1859 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ახალგორში გასულ წელს, ხეთაგუროვის 150 წლისთავთან დაკავშირებით სეპარატისტებმა ოსი პოეტის ბიუსტი დადგეს.