"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ თბილისის მაჟორიტარებს შორის არ იქნება, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.
ამასთან იგი მიესალმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან, 6 ოლქის დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის დათმობის შესახებ.
"თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები და სხვა დანარჩენი კონსულტაციით გადაწყდება. მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევჯერდებით თბილისის ოლქებზე, აუცილებელია კვლავ გავაგრძელოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ მინიმუმ დიდ ქალაქებზე, მაგალითად როგორიც არის რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი და თელავი. ვენი სტრატეგიული ამოცანაა, რომ ძირითად ქალაქებში 28 ოქტომბერს დაფიქსირდეს, მათ შორის მაჟორიტარულ ნაწილში, "ქართული ოცნების" მარცხი", - თქვა გიგი უგულავამ.