ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს სხვა ოპოზიციურ პარტიებს უთმობს. 2 ოლქში კი - გლდანსა და სამგორში, პარტიას თავისი კანდიდატი ეყოლება.
აღნიშნულის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
"უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვუყურებთ საარჩევო ოლქებთან დაკავშირებით ვნებათაღელვას, რაც აბსოლუტურად უადგილოა. რამდენიმე სუბიექტმა ჩათვალა რომ ჩვენ მოლაპარაკებებს ხელს ვუშლით. ამის საფუძველი არც არსებობდა და არც არსებობს. იმისათვის, რომ ოლიგარქის წინააღმდეგ ერთიანად ვიბრძოლოთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, თბილისის 6 ოლქს უთმობს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ხოლო, გლდანსა და სამგორში კანდიდატებს დავაყენებთ ჩვენ. ამით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მაჟორიტარებზე მოლაპარაკებებში მომაწილეობას წყვეტს. რაც შეეხება რეგიონებს, აქაც უნდა დავიწყოთ კამპანია. რაც შეეხება კანდიდატებს, თუ იქნება ხალხისთბის ძლიერი კანდიდატი შეთავაზებული, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის", - თქვა ნიკა მელიამ