25 ნომებერს ბათუმში, პიაცას მოედანზე, მსოფლიოში ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგო იმღერებს. ბათუმი ამ გრანდიოზული ღონისძიებისათვის გულდასმით ემზადება და უკვე ცნობილია, რომ პიაცას მოედანზე მსმენელს მსოფლიო დონის ტენორის მოსმენა ხუთიდან შვიდ ათასამდე მსმენელს შეეძლება.
უკვე ცნობილია, რომ პიაცას მოედანზე პლასიდო დომინგო ხელოვნების თაყვანისმცემლებისთვის სპეციალურად, 1500 დასაჯდომი ადგილი იქნება გამოყოფილი.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, პლასიდო დომინგოს კონცერტზე დასასწრებად შემუშავებულია სპეციალური პაკეტები, რომელიც ძირითადად უკრაინასა და აზერბაიჯანში გაიყიდება. სპეციალური პაკეტების შეძენა შესაძებელი იქნება ასევე თბილისშიც.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სპეციალური პაკეტის ფარგლებში უშუალოდ დომინგოს კონცერტზე დასაჯდომი ბილეთის ღირებულება 250 ლარი ეღირება. ხოლო პაკეტის მთლიან ღირებულებაში შედის ასევე 35-40 %-იანი ფასდაკლება აჭარის სასტუმროებში:. ("ბათუმი შერატონი", "ინტურისტი", "სანაპირტო", "მარინა", "ერა", "ჩაო", "ისტამბული", "ნეპტუნი" და "კამეო"). პაკეტში შედის ასევე 15 %-იანი ფასდაკლება რესტორნებში, კლუბებში უფასოდ შესვლა და უფასო ტური ბათუმში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაებები ავიაკომპანიებთან რათა პლასიდო დომინგოს კონცერტისათვის გაიზარდოს ავიერისების სიხშირე, რათა მგზავრების გადაყვანისას პრობლემები არ შეიქმნას. ავიაგადამზიდავებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბილეთების ფასდაკლებებზეც.
პლასიდო დომინგო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაიბადა. 8 წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად მექსიკაში გადავიდა, სადაც მან ეროვნული კონსერვატორია დაამთავრა. მისი დებიუტი სცენაზე 1959 წელს გვადალახარაში შედგა. დომინგო ადრეული ასაკიდან მონაწილეობდა სხვადასხვა წარმატებულ საოპერო დადგმებში. პირველი, მთავარი როლი - ალფრედო, მან "ტრავიატაში" შეასრულა, რომელიც მონტერეის თეატრში დაიდგა
1962-65 წლებში დომინგო ისრაელის ეროვნული ოპერას სცენაზე მოღვაწეობდა, სადაც 12 პარტია შეასრულა და მონაწილეობა მიიღო 280 დადგმაში.
შემდგომ ის მოღვაწეობდა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო თეატრებში.
განსაკუთრებული პოპულარულობა მას ლუჩიანო პავაროტისთან და ხოსე კარესათან გამართულმა ერთობლივმა კონცერტებმა მოუტანა. პირველი ასეთი კონცერტი 1990 წლის 7 ივლისს რომში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისას გაიმართა.
დომინგო არის იტალიის დიდი ჯვრის ოდენის კავალერი, ასევე მას მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნების მრავალი ორდენი და ტიტული.
2009 წელს დომინგო გახდა ბრიგიტ ნილსონის პრემიის პირველი ლაურიატი.
თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჰოლივუდის დიდების ხეივანში პლასიდო დომინგის ვარსკვლავი გაიხსნა.