კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლის ცხელების ახალი კერა გაჩნდა.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლები უკვე იმყოფებიან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ მბანდაკაში (DRC), სადაც აღმოჩნდა ებოლას ახალი ეპიდაფეთქება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ მბანდაკაში გარდაცვლილ ოთხი ადამიანი ებოლას ვირუსის მატარებელი აღმოჩნდა.
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან ქალაქ მბანდაკაში, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიასთან საბროლველად ჩავიდნენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში", - დაწერა მიკრობლოგ "ტვიტერში" ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა.
"ეს დაავადება [ებოლა] გვახსენებს, რომ COVID-19 არ არის ერთადერთი საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯანმო აგრძელებს ჯანმრთელობის გამოწვევების მრავალი შემთხვევის მონიტორინგს", - დასძინა მან.
ებოლას ყველაზე მასშტაბური ეპიდემიური აფეთქება 2014-2016 წლებში დაფიქსირდა, რომელმაც მოიცვა დასავლეთ აფრიკის ნაწილი და საბოლოოდ 11 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ებოლას ვირუსი 1976 წელს ზაირში აღმოაჩინეს.