დღეს 13 ოქტომბერს ცნობილ ქართველ რეჟისორს ლანა ღოღობერიძეს 82 წელი შეუსრულდა.
ლანა ღოღობერიძე თბილისში დაიბადა. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1957 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1959 წელს დაამთავრა საკავშირი სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვასა და თამარა მაკაროვის სახელოსნო). 1975-1988 წლებში თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა.
1955წელს შექმნა მონოგრაფია "უოლტ უიტმენი". თარგმნილი აქვს უოლტ უიტმენის, პითაგორის, ბერლენას, ანა ახმატოვას, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები. არის დამდგელი რეჟისორი ფილმებისა "მე ვხედავ მზეს", "როცა აყვავდა ნუში", "დღეს ღამე უთენებია", "ვალსი პეჩორაზე", "ორომტრიალი", "რადენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" და სხვა.
1999-2006 წლებში ევროკავშირში საქართველოს ელჩია. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. არის სახელმწიფო პრემიის, სან-რემოს, ტოკიოს, ბერლინისა და სხვა კინოფესტივალების პრემიების ლაურეატი.