თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპელ ელჩებს კონსერვატიული პარტია კონკრეტული წინადადებით მიმართავს. კონსერვატორების ინიციატივა ევროკავშირის მიერ საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის გამოგზავნას ან მოვლენას გულისხმობს, რომელიც პოლიტპატიმრების და ზოგადად პოლიტიკურ საკითხებს შეისწავლის.
აღსანიშნავია რომ აღნიშნული წინადადებით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ ევროპელ დიპლომატებს სასტუმრო რედისონში გამართულ შეხვედრაზე უკვე მიმართა.
ქართველი ოპოზიციონერები ევროპელებს "საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერასაც სთხოვენ.