აფხაზეთს თავისი გენერალური გეგმა სჭირდება, იმიტომ რომ რესპუბლიკა ცხრა სართულზე მაღლა არ უნდა ავიდეს და "მეგაპოლისი" არ უნდა გახდეს. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გაზეთ "კომერსანტთა" საუბარში გააკეთა.
"ახლა ჩვენ ვიწყებთ მიწის საკადასტრო საკითხების განხილვას, შემდეგ უკვე აფხაზეთის გენერალურ გეგმას მივიღებთ - მის გარეშე არ შეიძლება", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში და დასძენს, რომ აფხაზეთს უკვე ახლა სჭირდება მოზღვავებული ინვესტორების შეკავება და იმ პროექტების არჩევა, რომელიც ინვესტორისათვისაა მომგებიანი.
"ჩვენთან უკვე მუშაობს კომისია, რომელიც განიხილავს ამ პროექტებს და საუკეთესოს აარჩევს. ახლა მე რომ ვთქვა - ააშენეთ აქ, აქ და აქ სამი წლის განმავლობაში ააშენებენ ყველაფერს და აფხაზეთი სოჭად გადაიქცევა. მეგაპოლისად. რკინაბეტონში ჩასმული აფხაზეთი კი უკვე აფხაზეთი აღარ იქნება. მე ამის წინააღმდეგი ვარ", _ აცხადებს ბაღაფში.
მისივე თქმით, აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე არ იქნება "არავითარი მრავალსართულიანი მშენებლობა".
"სხვა რაიონებში კი ბატონო, მაგრამ ცხრა სართული მაქსიმუმი იქნება. ყველაფერი დანარჩენი კი ბუნებრიობასთან ჰარმონიაში უნდა დარჩეს. სუფთა ზღვა, კარგი ჰაერი, ლამაზი პარკები და პატარა სახლები _ აი ეს უნდა შევინარჩუნოთ", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში.