ხელისუფლებაში საპატრიარქო შეზრდილია ხელი ხელს ბანს პრინციპით, - განაცხადა რეპუბლიკელებს“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიების მიერ მათ გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის დაკანონებისთვის შესაძლო საკანონმდბლო ცვლილებას მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ იყენებს.
"ეს არის ერთგვარი ხარკი. ხელისუფლებაში საპატრიარქო შეზრდილია ხელი ხელს ბანს პრინციპით. მით უმეტეს, საარჩევნო წელია და ხელისუფლებას უჭირს. ძირითადად მეორე ნომრად მოთამაშე საპატრიარქომ კი იცის ხოლმე როგორ დაუჭიროს განსაკუთრებით შეჭირვებისას პირველ ნომრად მოთამაშე ხელისუფლეაბს და მოსთხოვოს ძალიან ბევრი. ახლა თვლის, რომ ამის მოთხოვნის საშუალება აქვს. ძალიან ცუდია, როცა ეს იქნება მიღებული, რადგან ესაა ტყისადმი არამარტო უდეირი დამოკიდებულება, არამედ ესაა ხარკი, რასაც მუდმივად იხდის ხელისუფლება",-აცხადებს დავით ბერძენიშვილი.