გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოძრავ მოქალაქე შეეჯახა.
დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილია. შემთხვევა დღეს, 19 მაისს მოხდა.
საქართველოს პროკურატურამ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.