პოსტსაბჭოთა სივრცეში და ოპოზიციაში ყოფნის მთელი ჩემი გამოცდილებით, მე ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ყალბია და მას ეს ბრალდებები უნდა მოეხსნას, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე
ის მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე, ამასთან, იმედს გამოთქვამს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.
„საქართველოში ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა ჯერაც ოკუპირებულია და უზარმაზარი სტრესის ქვეშაა. არ სრულდება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და ყოველდღე ვხედავთ მცოცავ ოკუპაციას.
ჩვენ გაოგნებულები ვიყავით გასული წლის ივნისის მოვლენებით. დიახ, იყო ემოციური რეაქციები, მაგრამ ჩვენ მაინც ამაყად მხარს დავუჭერთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებას.
მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიდგომას უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა, მინდა აღვნიშნო გიორგი რურუა - ის დამოუკიდებელი ბიზნესმენი და მედიის მფლობელია.
პოსტსაბჭოთა სივრცეში და ოპოზიციაში ყოფნის მთელი ჩემი გამოცდილებით, მე ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ყალბია. მას ეს ბრალდებები უნდა მოეხსნას. მე იმედი მაქვს, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი იქნება და 8 მარტის შეთანხმება შესრულდება და თავისუფალი, სამართლიანი და წარმომადგენლობითი არჩევნები ჩატარდება.
მე მოვუწოდებ ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენლობას, გამოხატონ მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გაუწიონ მათ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა", - თქვა ფოტიგამ.