უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმ ქვეყნებს ასახელებს, სადაც პირველ რიგში პირდაპირ, რეგულარულ ფრენებს აღადგენს. უკრაინამ საქართველო სწორედ პირველი რიგის ქვეყნებში შეიყვანა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა კარანტინის დასრულების შედეგ ფრენებს აღადგენს საქართველოს, თურქეთის და ეგვიპტის მიმართულებით. უწყებაში განმარტავენ, რომ ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც უპირველეს ყოვლისა უკრაინა ავიამიმოსვლას აღადგენს.