PSP ონლაინ დისტანციური მომსახურებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია არა მარტო საიტზე შეკვეთის გაფორმებით, არამედ ტელეფონის ნომერზე 0801 200 200- ზე დარეკვით. ზარი უფასოა!
შეკვეთა ძალიან მარტივია: რეკავთ უფასო სატელეფონო ნომერზე 0801 200 200 ან მობილურიდან *2020, უკვეთავთ 25 000 დასახელების სააფთიაქო პროდუქციას სახლიდან გაუსვლელად და 3 საათის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით მოგიტანთ სახლში. შეკვეთება შესაძლებელია ყოველდღე 10-დან 18სთ-მდე. 20 ლარზე მეტი შეკვეთის მიტანა უფასოა.
PSP გაძლევთ საშაულებას აირჩიოთ თქვენთვის სასურველი შეკვეთის ფორმა - ინტერნეტით psp.ge ან სატელეფონო უფასო ზარის მეშვეობით 0801 200 200, ასევე მობილურიდან *2020. მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად კომფორტულად და სწრაფად სასურველი პროდუქტი. სწორედ ამას ითვალისწინებს კამპანია #PSPშენიოჯახისგვერდით - PSP ყოველთვის თქვენს სამსახურშია და კვლავაც განაგრძობს ზრუნვას თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.
„მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შევქმენით PSP ონლაინ გაყიდვების ცენტრი, რომელსაც მომხმარებელი მარტივად უკავშირდება ნომერზე 0801 200 200 ან მობილურიდან *2020. უფასო სატელეფონო ზარის მეშვეობით შეკვეთის გარდა, ამ ნომერზე შეგიძლიათ თქვენი ონლიან შეკვეთის სტატუსის დაზუსტება.
სახლიდან გაუსვლელად მედიკამენტების, ბავშვთა კვების და მოვლის, კოსმეტიკისა და ჰიგიენის პროდუქციის მიღებას, მომხმარებლის დიდი ინტერესი და მაღალი აქტივობა მოჰყვა, თუმცა გამოიკვეთა მომხმარებლის, განსაკუთრებით ასაკოვანი მომხმარებლების თხოვნა ტელეფონის საშუალებით გაეკეთებინათ შეკვეთა. ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად სწრაფად გაგვეთვალისწინებინა მათი მოთხოვნა; დღეს უკვე შესაძლებელია ტელეფონით შეკვეთა და სახლიდან გაუსვლელად საჭირო სააფთიაქო პროდუქციის მიღება.
PSP-ს საქმიანობა 25 წელია მომხმარებლის ინტერესზე და მათ მოთხოვნებზეა ორიენტირებული. დღევანელი სიახლეც ამის დასტურია. მუდმივად ვზრდით PSP ონლიან აფთიაქის მომსახურების არეალს. კვლავაც განვაგრძობთ საქმიანობას, რომ მომხმარებლის მომსახურება უფრო კომფორტული და სარგებლიანი გავხადოთ.“- აცხადებენ PSP-ში.