11 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2106 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.2100 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.06 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4742 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4800 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.58 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4537 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.9587 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 მაისიდან შევა ძალაში.