ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის დეტალებს განმარტავს და აცხადებს, რომ სექტორის დახმარების პაკეტის ფორმირებაში მთავრობის მიზანი იყო, რომ პირდაპირ ეპასუხა არსებულ გამოწვევებზე და ისეთი ინსტრუმენტები დაედო რომელიც ბიზნეს გადაარჩენდა.
"ჩვენ მუდმივ რეჯიმში გვაქვს პირდაპირი დიალოგი კერძო სექტორთან. მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ კერძო სექტორში იგულისხმება ყველა და უშუალოდ პირდაპირ ვესაუბრებით სასტუმროებს, გიდებს, გიდების ასოციაციას ისევე როგორც განთავსების ობიექტებს, კვების ობიექტებს, სატრანსპორტო კომპანიებს.
ჩვენ მანამ სამან ანტიკრიზისულ გეგმას შევიმუშავებდით, მოგეხსენებათ თითოეულ მათგანთან ფიზიკურ პირთანაც კი გვქონდა საუბარი და ეს არის ყველა ის საკითხია რომელიც იქნა კერძო სექტორიდან დასმული.
ეს მნიშვნელოვანი იყო რადგან დახმარების პაკეტის ფორმირებაში მთავრობის მიზანი იყო პირდაპირ ეპასუხა იმ გამოწვევებისთვის და ისეთი ინსტრუმენტები დაედო, როგორც დახმარების პაკეტი, რაც დაეხმარებოდა ბიზნესს უმთავრესად შეენარჩუნებინათ ის ადამიანური რესურსი და სამუშაო ადგილები რომლის შექმნაზეც ბუნებრივია წლების რესურსი არის დახარჯული და ბევრ ადამიანს აქვს ტურიზმიდან შემოსავლის წყარო.
ამავდროულად ბიზნესს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ განაგრძოს ოპერირება იმიტომ, რომ დღეს ჩვენ უკვე დავაანონსეთ ის განვითარების ფაზები რაც უკვე ძალიან ახლო მომავალია 15 ივნისი - შიდა ტურიზმისთვის, 1-ელი ივლისი - საერთაშორისო მოგზაურების მიღებისთვის. სასტუმროებს განსაკუთრებით და რესტორნებს ამ შემთხვევაში აქვთ მიმდინარე ხარჯები, ეს შეიძლება იყოს ბანკის სესხის პროცენტი, რომელიც ფიქსირებულ ხარჯებად აქვთ, ასევე საოპერაციო ხარჯები, ისეთი როგორიც არის სახელფასო. რათქმაუნდა მთავრობის მთავარი ამოცანა არის, რომ ადამიანებს შეუნარჩუნდეთ შემოსავლის წყარო", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა "მაესტროს" ეთერში სტუმრობისას.
მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი დაეხმარება ბიზნესს, რომ გაისტუმროს ის ვალდებულებები რომელიც განსაკუთრებით მაღალი ღირებულების იყო - ეს არის ქონების გადასახადი, რომელიც ეკუთვნის ფაქტობრივად ყველა სასტუმროს.
"ასევე გადაუვადდათ საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე და კიდევ ერთხელ განსაკუთრებით განთავსების ობიექტებს და კვების ობიექტებს ასევე ექნებათ საშეღავათო პირობა და მთავრობა დაუსუბსიდირებს ბანკის სესხის 80%-ს. აქედან გამომდინარე თავისუფალი რესურსი, რომელიც უკვე გაუჩნდათ ეყოფათ იმისათვის, რომ შექმნან და შეინარჩუნონ დასაქმებული ადგილები, მაგრამ ამავდროულად დაეხმარებათ ბიზნესის ოპერირების გაგრძელებაში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა