ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წლის პირველ კვარტალში წლიურად 1.2%-ით გაიზარდა და 3.4 ტვტ.სთ შეადგინა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩება პროგნოზირებულ 5%-ს, თუმცა აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის ზრდას (-0.6% წ/წ). 2020 წლის იანვარსა და თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად შესაბამისად 3.6% და 8.3%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად მოდიოდა პირდაპირ მომხმარებლებზე; ასევე გაზრდილია ამ პერიოდის საყოფაცხოვრებო მოხმარებაც.
2019 წლის მარტში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.8%-ით შემცირდა, რაც კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებითაა განპირობებული. მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი მომხმარებლების ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა არც მარტში, რადგან დიდი ინდუსტრიული მომხმარებლები პანდემიის პირობებშიც აგრძელებდნენ ყოველდღიურ საქმიანობას.