კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. ავიაკომპანიამ COVID-19-ის ფონზე შეწყვეტილი ფრენების აღდგენის განრიგი შეადგინა, რომელიც ივნის-აგვისტოზეა გათვლილი.
არსებული გრაფიკიდან ირკვევა, რომ Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას, სავარაუდოდ, 1-ელი ივლისიდან შეუდგება და დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, ერთი თვის განმავლობაში, ოპერირებას კვირაში 4 სიხშირით მოახდენს. ხოლო 1 აგვისტოდან Qatar Airways-ი აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს.
კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა. 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია დოჰა-თბილისი-დოჰას მარშრუტზე კვირაში 18 სიხშირით ოპერირებდა.
საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით კი Qatar Airways-ის წილი 2019 წელს 3%-ს შეადგენდა, 2018 წელს 2%-ს, ხოლო 2017 წელს კი 3%-ს.