საქართველო ე.წ. მწვანე ზონების შექმნაზე მუშაობს. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს, საკარანტინე ზონების მოწყობის ფარგლებში სასტუმროთა ნაწილს მსგავსი გამოცდილება უკვე დაუგროვდა.
„აქ აქცენტი გაკეთდება ე.წ. კოვიდისგან თავისუფალ ზონებზე, რომლის გამოცდილებაც საბედნიეროდ უკვე ძალიან ბევრ სასტუმროს აქვს, რომელიც 2 თვეა ჩართულია საკარანტინო სივრცეების ფორმატით. დღეს ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ტურიზმის ინდუსტრია იყო პირველ ზოლზე COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა მოთამაშემ - სატრანსპორტო, კვების თუ განთავსების ობიექტმა - 19 ათასს ადამიანს უმასპინძლა იმ სერვისით, რომელზეც დღეს სხვა ქვეყნები მუშაობენ, რომ გაიწეროს. ჩვენ ამაყები ვართ, რომ არათუ გაწერილი გვაქვს, არამედ დანერგილი გვაქვს სერვისში და ეს არის სწორედ ის კონკურენტუნარიანი უპირატესობა, რის გამოყენებასაც ვაპირებთ, თამამად საერთაშორისო არეალზე”, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
მისი განმარტებით, დღეს დარგმა ძალიან კარგად იცის ის გაიდლაინები და ის მაქსიმალური კონტროლის მექანიზმები, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ უნდა დაინერგოს. ქვრივიშვილის განმარტებით, ეს არის საქართველოს დიდი უპირატესობა და რაც დარგს ადრე „გახსნის“ საშუალებას აძლევს.
„ჩვენ უკვე გვაქვს ის გამოცდილება, რომელიც უნიკალურია საქართველოს შემთხევაში. ტურიზმის ინდუსტრია ბოლომდე იყო ჩართული და ზუსტად იცის დარგმა ის გაიდლაინები და ის მაქსიმალური კონტროლის მექანიზმები, რაც დასანერგია მთელი მსოფლიოს მასშტაბით რაც შეეხება კვებას, განთავსებას, დალაგებას, ტრანსპორტირებას და .ა.შ.
მომავალი ტურიზმი იქნება განსაკუთრებით აქცენტირებული უსაფრთხოების ნორმებზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი პოზიცია ტურიზმის ნაწილში, რაც გვაჩქარებს ვადებში და ჩვენ მზად ვიქნებით 15 ივნისიდან და 1 ივლისიდან.
მეორე კონკურენტუნარიანი პოზიცია არის, რომ საქართველოს უკვე აქვს საერთაშორისოდ აღიარებული, ძალიან წარმატებული ვირუსთან ბრძოლის პროექტი. ჩვენ ყველა ერთად ვკითხულობთ საერთაშორისო მედიაში ამის აღიარებას, რაც რა თქმა უნდა ეხმარება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას. მესამე მნიშვნელოვანია, ის მუნიციპალური ცნობიერება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ვუბრუნდები კარანტინის პროექტს, რადგან გაშლილობა ძალიან ფართოა, ფაქტობრივად მოცული გვაქვს მთელი საქართველო. რა თქმა უნდა ლოკაციურად ის სასტუმროები, რომლებიც უფრო მეტად გროვდებოდნენ კონკრეტულ კურორტებზე უკვე განაპირობებდა, რომ კონკრეტული ტერიტორია უფრო მეტად ტურისტულად აქტიური იყო. შესაბამისად ჩვენ როგორც მმართველ ორგანოს და უწყებას ადგილზე მერიებს, გუბერნიებს აქვთ უმაღლესი ცნობიერება ამ პროექტის”, განმარტავს ქვრივიშვილი.