ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში უხვი ნალექის გამო მდინარე ძირულა კალაპოტიდან გადმოვიდა და გზა დატბორა. ადგილობრივების თქმით, ადიდებულმა მდინარემ დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი სახნავ-სათესი მიწა დააზიანა.
დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი სოფლის შიდა გზა, თუმცა ჩინურმა კომპანია უჰანმა, რომელიც მუნიციპალიტეტში ხიდებსა და გვირაბებს აშენებს, გზა გაწმინდა.