. სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და რეადმისიასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებები დასრულებულია. როგორც გრიგოლ ვაშაძემ ევროპელ ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმე მისალოცად აქვს.
"გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაცილებით თავისუფალი მოგზაურობის საშუალებას მისცემს. რაც შეეხება მეორე ხელშეკრულებას რეადმისიას, ისიც ჩვენი შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია", - განმარტა ვაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ ორივე ტექსტის პარაფირება უახლოეს მომავალში მოხდება, რის შემდეგაც გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ დოკუმენტის ხელმოწერა უნდა მოხდეს. უკვე დოკუმენტების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ 9 თვეში ის ძალაში შევა.