თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოწილი ზვავის ქვეშ ორი ადამიანი მოჰყვა. ადგილობრივებმა ზვავიდან ერთი მამაკაცის გამოყვანე შეძლეს და ის მრავლობითი მოტეხილობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
ზვავის ქვეშ მოყოლილ მეორე მამაკაცს მაშველები დღის ბოლომდე უშედეგოდ ეძებდნენ. სამაშველო ოპერაცია ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა და ხვალ დილიდან ისევ განახლდება.
ორივე მამაკაცი ფშაველი-აბანო-ომალოს მონაკვეთზე გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა.