საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მტკიცებით, ტირძნისიდან გატაცებული მოზარდები აუცილებლად გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ვაშაძემ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"როგორც წინა შემთხვევაში მოხდა ჩვენი გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლება, ასევე მოხდება ამ ბავშვების გამოშვებაც. გასაგებია, რომ დრო ყველას გვაღიზიანებს, მაგრამ საქმის კეთება სწორედ დროს მოითხოვს", - განაცხადა ვაშაძემ, რომლის განმარტებითაც ბავშვების გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება.
მისი განმარტებით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობას საქმე არ ემუქრება.