„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, კომენდანტის საათი სხვა რამდენიმე შეზღუდვასთან ერთად გასაუქმებელია.
„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობა, დღეის მდგომარეობით, არ დგას. თუ კი რომელიმე არ აკმაყოფილებს ჯანდაცვის მოთხოვნებს, იქ შეიძლება იყოს შეზღუდვები. ქალაქებს შორის მიმოსვლის აბსურდული შეზღუდვა, როგორიცაა კომენდანტის საათი, როგორიცაა მანქანაში მგზავრების შეზღუდვა, ესენი ყველაფერი სასწრაფოდ გასაუქმებელია“, - განაცხადა კაპანაძემ.
კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. 31 მარტიდან კი კომენდანტის საათია გამოცხადებული.