ძლიერმა სეტყვამ კახეთში, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დააზარალა. დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები.
სიღნაღის მერის, გოგი გოგილაშვილის ინფორმაციით, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, მოწმდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ზიანის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხანში იქნება ცნობილი.