ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონოსნის ახალდაბადებულ ვაჟს უილფრედ ლორი ნოკოლასი დაარქვეს. ამის შესახებ Instagram-ზე პრემიერის საცოლემ კერი საიმონდსმა დაწერა.
"მადლობა University College London-ის კლინიკის შესანიშნავ გუნდს იმისთვის, რომ ასე ზრუნავდა ჩვენზე. მე არ ვიქნებოდი ბედნიერი, ჩემი გული სავსეა“, - დაწერა საიმონდსმა.
მან განმარტა, რომ სახელი უილფრედი ბავშვს პრემიერის პაპის პატივისცემის ნიშნად დაარქვეს,სახელი ლორი - მისი პაპის, ნიკოლასი კი იმ ორი ექიმის პატივისცემის ნიშნად, რომლებმაც პრემიერის სიცოცხლე გადაარჩინეს კლინიკაში, სადაც ის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ მოხვდა.
უილფრედ ჯონსონი 29 აპრილს დაიბადა. ჯონსონი შვილის დაბადებას დაესწრო, თუმცა დეკრეტულ შვებულებას მოგვიანებით აიღებს. 32 წლის საიმონდსი დედა პირველად გახდა, 55 წლის ჯონოსნი კი მრავალშვილიანი მამაა. მას ოთხი მოზრდილი შვილის ჰყავს პირველი ცოლისგან, იურისტ მარინა უილერისგან. ასევე ჰყავს ქალიშვილი ხელოვნებათმცოდნე ჰელენ მაკინტაირისგან, რომელთანაც ჯონსონი ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა. ზოგიერთი მონაცემით, მას კიდევ ჰყავს ერთი შვილი, რომლის დედასთანაც ასევე არ ყოფილა ოფიციალურად დაქორწინებული.
ჯონსონი ბრიტანეთის მესამე პრემიერია, რომელსაც შვილი ამ თანამდებობაზე ყოფნისას შეეძინა მისი წინამორბედები იყვნენ დევიდ კემერონი და ტონი ბლერი.
ბორის ჯონსონმა და მისმა მეგობარმა ქალმა კერი საიმონდსმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადეს, რომ დაინიშნენ, საიმონდსმა Instagram-ზე დაწერა, რომ ნიშნობა გასული წლის ბოლოს შედგა.
მათი რომანი ჯონსონისა და მისი მეუღლის მარინა უილერის განქორწინების მიზეზი გახდა. ბორის ჯონსონს მარინასთან ქორწინებაში ოთხი შვილი ჰყავს.
შეგახსნებთ, ბორის ჯონსონს მარტის ბოლოს კორონავირუსი დაუდგინდა. ის დაავადების გართულების გამო კლინიკაში მკურნალობდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერი სამუშაოს უკვე დაუბრუნდა.