საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 184 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 539 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 184 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.