ამ „კორონობის ჟამს“ კარგი რაღაცეებიც ხდება, წერს სოციალურ ქსელში თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. ოთარ ანგურიძე ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2019 კვლევის (Open Budget Survey – 2019) შედეგებს ეხმიანება, სადაც საქართველო კვლავ მოწინავე მე-5 ადგილს იკავებს.
"ბიუჯეტის ღიაობის კუთხით საქართველოს მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის საქართველოს მეხუთე პოზიციას იკავებს და მთელს ევროპაში მხოლოდ შვედეთი უსწრებს რომელიც რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს. ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის სახელმწიფოებში პირველი ადგილი უკავია. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს შეფასება გაუმჯობესებულია ორივე კომპონენტში. სადაც, ბიუჯეტის ზედამხედველობის კუთხით შეფასება გაიზარდა 74-დან 82 ქულამდე, ხოლო მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით კი, 22-დან 28 ქულამდე. 2006 წლიდან დღემდე საქართველომ მინიმალური გამჭვირვალობის ქვეყნების ჯგუფიდან სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეიტინგი ეფუძნება საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებებს, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ტენდეციურობას და მიკერძოებულობას.
მისასალმებელია ფინანსთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების ის ჯაჭვი, რომელიც ქვეყანას წარმოაჩენს საერთაშორისო არენაზე მოწინავე პოზიციებზე და უსწრებს ევროკავშირისა და დასავლეთის სხვა წამყვან და განვითარებულ სახელმწიფოებს", წერს ანგურიძე.