ბრიტანეთის საბჭო და თბილისის საერთაშორისო ფესტივალი მარჯანიშვილის თეატრში კომპანია ,,imitating the dog-''ისა და პიტ ბრუკსის თანამშრომლობით შექმნილ სპექტაკლს ,,სასტუმრო მათუსალა" წარადგენს.
მოქმედება ხდება 6-მეტრიან საფოსტო ყუთის ზომის სივრცეში, რომელიც ჰგავს კინო-ეკრანს სადაც მსახიობთა მხოლოდ სხეული ჩანს მუხლიდან კისრამდე.
მსახიობების მოძრაობები აბსოლუტური სიზუსტით არეკლავენ ფილმის პროექციას, რომელიც სათამაშო სივრცის უკან ხორციელდება.
ლორა ჰოპკინსის მიერ შექმნილი მშვენიერი ინტერიერისა და კოსტუმების ფონზე როდრიგო ველასკეზის ციფრული კინემატოგრაფი განსაცვიფრებელი სიზუსტით წარმოგვიდგენს ჰარის ამნეზიურ ყოფას.
imitating the dog ჩამოყალიბდა ქალაქ ლიდსში 1988 წელს. გარდა სპექტაკლებისა კომპანია ახორციელებს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებს და თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩაატარებს ორ უორქშოფს (12 და 15 ოქტომბერს).
განიხილება სპექტაკლის დიზაინისა და ნარატივებზე ექსპერიმენტის საკითხები.
სპექტაკლი "მარჯანიშვილის" სახელობის თეატრში 13, 14 და 15 ოქტომბერს 20:00 საათზე გაიმართება.