თბილისში ავარიული შენობის დემონტაჟს ნგრევა მოყვა. ინციდენტი ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა, ობიექტის დემონტაჟისას სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა, ნანგრევებში კი სამი მუშა აღმოჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ობიექტზე მომუშავე სამმა მუშამ, კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მათ პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ადგილზევე გაუწია.
მოგვიანებით დაშავებული მუშებიდან ორის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, სასწრაფოს ექიმებმა მათგან ერთი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, მეორე კი "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.