დღეს, 11 ოქტომბერს, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების 18 წლისთავს აღნიშნავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აფხაზი სეპარატისტები საზეიმო ღონისძიებებს სოხუმის ფილარმონიის დარბაზში გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. უმაღლესმა საბჭომ 1992 წელის 11 ოქტომბერს ე.წ. შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა, რომელიც ე.წ. აფხაზური არმიის დაბადების დღე ითვლება