რეგისტრაციის პროცესი, მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge მიმდინარეობს. საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათიდან 30 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება.
✅შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წინასაგამოცდო პერიოდში აპლიკანტებს ონლაინკონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს მსურველებს ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პასუხი ყველა კითხვაზე. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს.?
https://naec.ge/#/ge/post/2125