სეპარატისტულ აფხაზეთში გამოცხადებულია გეგმა "პერეხვატი" - აფხაზი ე. წ. სამართალდამცავები იმ დამნაშავეებს ეძებენ, რომლებმაც გუდაუთაში მეჩეთი დაცხრილეს. ცეცხლის მეჩეთთან მდგარი აფხაზეთის მუსულმანების მიმართულებით გაიხსნა. დაიღუპა ერთი და დაჭრილია ორი ადამიანი. გარდაცვლილი აფხაზეთის მუსულმანების სათვისტომოს წარმომადგენელი, 34 წლის არსაულ ფილიაა.
ე. წ. სამართალდამცავებმა გუდაუთის რაიონში, სოფელ აჩადარაში უკვე იპოვეს დამწვარი ავტომბილი, რომლითაც ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფება სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს სეპარატისტულ აფხაზეთში აფხაზური მუსულმანური სათვისტომოს წარმომადგენელთა მეორე მკვლელობაა. პირველი მკვლელობა ამ დრომდე გაუხსნელია.
აფხაზეთის მუსულმანური სათვისტომო 200-მდე ადამიანს აერთიანებს.