უშიშროების საბჭოს დღევანდელ გაფართოებულ სხდომას ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი რომან მარსაგიშვილიც დაესწრება. ეს ინიციატივა გიორგი თარგამაძეს ეკუთვნის და როგორც მან აღნიშნა, ამ თხოვნით უშიშროების საბჭოს პირადად მიმართა და დადებითი პასუხიც მიიღო.
თარგამაძეს მიაჩნია, რომ მარსაგიშვილი აუცილებლად უნდა დაესწროს უშიშროების საბჭოს სხდომის იმ ნაწილს, რომელზეც ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი იქნება განხილული.
მისი თქმით, მარსაგიშვილს, როგორც ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატს აქვს ინფორმაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდნენ უშიშროების საბჭოს წევრებმა.
უშიშროების საბჭოს გაფართოებულის ხდომა დღეს 19:30 საათზე გაიმართება.
სხდომა `ქრისტიან-დემოკრატების'' ინიციატივით იმართება და მასზე ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის მიზანშეწონილობის და ტირძნისიდან გატაცებული ბავშვების საკითხებს განიხილავენ.