აჭარაში ჭეეკენდ ტურები გრძელდება. დღეს, 9 სექტემბერს, პროექტის ფარგლებში, მსმენელს ცნობილი რეპერის, ქულიოს მოსმენა შეეძლება, ხოლო 10 ოქტომბერს პიაცას მოედანზე კონცერტს ბაკურ ბურდული და ჯგუფი "სტრინგი" გამართავენ. ჭეეკენდ ტურების გარფლებში 9-10 ოქტომბერს 2 ათასამდე ტურისტს ელოდებიან.
ქულიო ბათუმის ახალ ბულვარში, ამფითეატრში, კონცერტს გამართავს და რეპის მოყვარუებს ძველ და ახალ სიმღერებს შესთავაზობს.
ამერიკელი რეპშემსრულებელი ქულიო 1963 წელს დაიბადა. იგი ცნობილი გახდა 1994 წელს, ჰიტ-სინგლით "Fანტასტიც Vოყაგე", მოგვიანებით, 1995 წელს კი - სინგლით "Gანგსტა'ს Pარადისე", დღესდღეობით ქულიო ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ რეპ-შემსრულებლად ამ ჟანრში. ამჟამად იგი კვლავ მუშაობს საკუთარ ალბომებზე და მოგზაურობს საკონცერტო ტურებით.
"ყოველ შაბათ-კვირას პროექტის ფარგლებში ბათუმში მინიმუმ ორი ათსი ტურისტი ჩამოდის. ოქტომბრის ვიკენდ-ტურების საშუალებით ნელნელა იმსხვრევა სტერეოტიპი, რომ ბათუმი არის მხოლოდ ზაფხულისა და ზღვის ქალაქი", - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თეიმურაზ დიასამიძემ.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, აჭარის ტურიზმის სააგენტოსა და კომპანია"Eვენტ Gროუპ"-ის ინიციატივით აჭარაში ჭეეკენდ ტურების ორგანიზება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ტურისტული პაკეტები, რომელთა შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს სპეციალურ ფასდაკლებას სასტუმროებში, რესტორნებში, კაფეებში (15-25%), ასევე გასართობ კლუბებსა და ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებში უფასოდ შესვლის უფლებას, ტურისტული პაკეტების ღირებულება 55 ლარიდან იწყება.
ქართველი პოპ- და როკმუსიკის ვარსკვლავებთან ერთად ყოველ შაბათს, სპეციალურად მოწყობილ სცენებზე ბათუმში დაუკრავენ სპეციალურად მოწვეული უცხოელი ვარსკვლავები.