მსოფლიო კინოს ვარსკვლავი ბრიუს უილსი ახალ დრამაში _ "ათი" მიიღებს მონაწილეობას. ფილმის გადაღებები დეკემბერში დაიწყება, თუმცა მედიისთვის ამ დროისათვის უცნობია მისი სიუჟეტის შესახებ.
ფილმის რეჟისორი იქნება პატრიკ ალესანდრინი, ხოლო სცენარის ავტორია სკიპ ვუდსი. ფილმის სავარაუდო ბიუჯეტი 35 მილიონია.
"ათის" პროდიუსერი ჯო როტი იქნება, რომელიც ისეთ ფილმებზე მუშაობდა როგორიცაა "დღის რაინდი", მთავარ როლში ტომ კრუზი და "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", მთავარ როლში ჯონი დეპი. ბოლო პროექტმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 1 მილიარდ დოლარზე მეტის შეგროვება შეძლო.