"ფეისბუქის" შემქმნელზე გადაღებული ფილმი "სოციალური ქსელი" ჩრდილოეთ ამერიკის კინოგაქირავების ლიდერი გახდა. ბოლო დღეების განმავლობაში მან 23 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო. ფილმი რომელიც ბენ მეზრიჩის რომანის მიხედვით არის გადაღებული, მაყურებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
პირველად კინოში მოთხრობილია თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქსელის შექმნის ისტორია და წარმოდგენილია მისი შემქმნელის, ყველაზე ახალგაზრდა მულტიმილიონერის მარკ ცუკერბერგის პორტრეტი.
ფილმში, სადაც მთავარ როლებს ჯესი აიზენბერგი და ჯასთინ ტიმბერლეიკი ასრულებენ წარმოდგენილია სოციალური ქსელის ევოლუციის ისტორია 2004 წლიდან, როდესაც ჰარვარდში ცუკერბერგის იდეა დაიბადა, დღევანდელობამდე _ როდესაც ქსელს 400 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.