ხვალ, 9 ოქტომბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაეტანო დონიცეტის ოპერა "დონ პასკუალეს" შეასრულებს. მთავარ პარტიებს შეასრულებენ _ გოჩა დათუსანი-ჯიღაური, გიორგი მახარაძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, ნინო ჩაჩუა, გოჩა გაბიძაშვილი.
10 ოქტომბერს კი, ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი და სოლისტები ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში საკონცერტო ვერსიით წარმოადგენენ ჯუზეპე ვერდის "აიდას".
სცენა დაეთმობათ ირინე რატიანს, თეიმურაზ გუგუშვილს, ელენა პუტილოვას, ელდარ გეწაძეს, ლეგი იმედაშვილს, ტარიელ ჭიჭინაძეს, მარიკა მაჩიტიძეს, თამაზ საგინაძეს.
"დონ პასკუალეს" და "აიდას" წარუძღვება იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო.